მარტივად შეიძლება ინტერნეტზე დამოკიდებულისგან გათავისუფლება თუ მაქსიმალურად შეზღუდავთ კომპიუტერთან ყოფნის დროს. სასურველია, საკუთარ თავს დაუწესოთ მაქსიმალური დრო, რომლის განმავლობაშიც შეგეძლებათ ინტერნეტში ყოფნა. არ არის აუცილებლობა უცებ გადაწყვიტოთ და არ მიეკაროთ კომპიუტერს, შეგიძლიათ დრო თანდათან შეამციროთ. ყოველ დღიურად 30 წუთით ან 1 საათით ნაკლები გაატარეთ ინტერნეტში. გარკვეული დროის მერე კი მინიმუმამდე დაიყვანეთ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გასართობად გამოყოფილი დრო, მაქსიმუმ 3 საათი დღეში.
იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დროის უმეტესს ნაწილს რეალურ, აქტიურ ცხოვრებას დაუთმობთ და არა კომპიუტერულს და ვირტუალუს, ინტერნეტზე დამოკიდებულება თანდათანობით თავისით გაქრება. ხშირად შეხვდით მეგობრებს,იარეთ გამოფენებზე, კინოთეატრში, იკითხეთ წიგნები, გქონდეთ ხშირი ურთიერთობა ახლობლებთან და ნაცნობებთან, ერთ რამეში დაარწმუნეთ თავი, რომ რეალური ცხოვრება უფრო ლამაზი და საინტერესოა ვიდრე მონიტორს იქითა.
ჩაეწერეთ ფიტნეს გაკვეთილებზე ან სხვა რამე საინტერესო აქტიურ კურსებზე. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულებები, გაიხსენეთ რაზე ოცნებობდით და გსურდათ ბავშვობში. ინტერნეტზე დამოკიდებულება მაშინ იზრდება როცა ადამიანი იწყენს და ეზარება ცხოვრება.
თუ თქვენ ძალიან გიჭირთ გაუმკლავდეთ ინტერნეტ-დამოკიდებულებას, მაშინ გამოიყენეთ ეს ყველაფერი შედეგიანად. არ დაკარგოთ დრო ვირტუალუ გაცნობებზე და ინტერნეტ ჭორების კითხვაში, მოძებნეთ სამსახური ინტერნეტში. ეს მოგიტანთ მატერიალურ შემოსავალს და იქნებით კმაყოფილი, დროსაც რაციონლურად გამოიყენებთ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ინტერნეტ დამოკიდებულების უარყოფითი მხარე მარტო დროის დაკარგვა არ არის, გარკვეული დროის მერე ის უარყოფითად აისახება ჯანმთელობაზე, ასე რომ გაუფრთხილდით თავს და ძვირფას დროს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)