reportiori.ge - რა განასხვავებს ქალისა და კაცის ტვინს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:01
სხვადასხვა
რა განასხვავებს ქალისა და კაცის ტვინს შორის
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 18:59



ურთიერთობები - ქალები უფრო კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე კაცები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან კონფერენციებსა თუ საჯარო ლექციებზე ორგანიზატორები უპირატესობას სუსტი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ. ემოციების გამოხატვაც ქალების "უპირატესობაა", რადგან კაცების დიდი ნაწილი იმის თქმას, რასაც გულწრფელად ფიქრობს, გრძნობს და განიცდის, სისუსტედ მიიჩნევს. ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, პარტნიორებთან პაემანზე სოციალურ, ეკონომიურ, თუ ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრისგან თავი შეიკავონ - კაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ თუნდაც სუსტი არგუმენტებით საკუთარი აზრი დაიცვას. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. 



რეაქცია სტრესზე -  ქალები და კაცები სტრესს განსხვავებული მეთოდებით ებრძვიან. ქალების სტრესული მდგომარეობა ნიშნავს - "მოქმედებისა და დახმარების" სტრატეგიას, კაცებისთვის კი "ბრძოლას, ან გაქცევას".


ემოციები -  როგორი გახარებულიც არ უნდა იყოს კაცი, ისეთივე ემოციებს ვერ გადმოსცემს, როგორც ქალი. თუმცა, ლიმბური სისტემის წყალობით, ქალები უფრო ადვილად ვარდებიან დეპრესიაში და გაცილებით მარტივი რამეები სწყინთ, ვიდრე კაცებს.


ტვინის ზომა - კაცის ტვინი ქალისაზე 11-12%-ით დიდია. თუმცა ეს ფაქტი აბსოლუტურად ვერ ახდენს გავლენას ჭკუაზე. 


ტკივილი -  ტკივილის დროს კაცებში მარჯვენა ამიგდალა (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს გარეგან ფუნქციებს) აქტიურდება, ქალებში კი მარცხენა ამიგდალა (აკონტროლებს შინაგან ფუნქციებს). ამიტომ ტკივილს კაცებზე ადვილად ქალები იტანენ. სუსტი სქესი ყველაზე დიდ ფიზიკურ ტკივილს მშობიარობისას უმკლავდება.

 

 

(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016