reportiori.ge - მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:28
რელიგია
მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
22 თებერვალი, 2014. 12:07


საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მამა გაბრიელ სალოსის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით, მომლოცველებს დამატებით ინფორმაციას აწვდის.



განცხადებაში ნათქვამია, რომ მამა გაბრიელის ნეშტს შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე გამოაბრძანებენ. სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში კი პარაკლისს პატრიარქი გადაიხდის.



პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მის წმინდა ნაწილებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. 14:00 საათიდან მომლოცველებს წმინდანისთვის პატივის მიგების საშუალება მიეცემათ.


სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას პატრიარქი 19:00 დაიწყებს. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ.




(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016