reportiori.ge - პავლე კუბლაშვილი: საგანგაშოა, რომ დანაშაული მატულობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:52
სამართალი
პავლე კუბლაშვილი: საგანგაშოა, რომ დანაშაული მატულობს
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 18:39

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, "მნიშვნელოვანია არა ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, არამედ ის, რომ დანაშაული მატულობს, რაც საგანგაშოა".


აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულის და მათი გახსნის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკის კომენტირებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოველდღიურად, ძალიან თვალნათლივი  ხდება, რომ კრიმინოგენური ფონი  საკმაოდ მძიმეა.

 

"ის დანაშაულები, რომელიც ხდება და რომელიც შუქდება მასმედიის საშუალებით, შესაბამისი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ამიტომ ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენია გახსნილი ამ დანაშაულებიდან, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თავად დანაშაულის რაოდენობა მატულობს და ვფიქრობ, რომ ეს საგანგაშოა", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 7 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. შსს-ს მიერ გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით არსებული კრიმინოგენული მონაცემების ამსახველი სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016