reportiori.ge - დავით ნარმანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:37
კონფლიქტები
დავით ნარმანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
22 თებერვალი, 2014. 14:43

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე დავით ნარმანია, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან ერთად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები აბისის, ბრეძას, ავლევისა და ხურვალეთის მცხოვრებლებთან შედგა.


როგორც „რეპორტიორს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებოდნენ პროგრამებით, რომელთა განხორცილებასაც ხელისუფლება საქართველოს სოფლებში აპირებს აგრარული, სოციალური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. სოფელ ბრეძაში მინისტრმა დაათვალიერა ახალი ამბულატორიისთვის დასამონტაჟებლად მომზადებული ტეროტორიაც, სადაც, მოკლე ხანში, სამედიცინო დაწესებულება, 81 ახალი ამბულატორიის პროგრამის ფარგლებში განთავსდება.

 

დღეს ჩვენ ვეცნობით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას, ვხვდებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ საჭიროებები, მათ დაასახელონ ის, რაც დღემდე აწუხებთ და რაც მოსაგვარებელია. 2013 წელს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება განვახორციელეთ ამ რეგიონში, გარკვეული გეგმები გვაქვს 2014 წლისთვისაც და, გვინდა, არსებული რესურსების პირობებში, პრიორიტეტები მაქსიმალურად სწორად შევარჩიოთ, მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ შესასრულებელი სამუშოები",- განაცხადა დავით ნარმანიამ.


სოფელ ხურვალეთში, დავით ნარმანია და ზურაბ რუსიშვილი შეხვდნენ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლეში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ. მინისტრი მისიის წარმომადგენლებს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელსაც ადგილობრივები მავთულხლართების გაბმის შემდეგ აწყდებიან.

 

კარგია, რომ ეუთო აქტიურად ინტერესდება აქ მიმდინარე მოვლენებით", -აღნიშნა  დავით ნარმანიამ.


შეხვედრები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მომავალშიც გაგრძელდება. 


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016