ბრილიანტი
ბრილიანტი გუნებაგანწყობილებას და მეხსიერებას აუმჯობესებს. ასევე, აქრობს თავის ტკივილს და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
ტოპაზი
ლითოთერაპიის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ ეს ქვა ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მოქმედებს. ტოპაზი ხსნის სტრესს, ინარჩუნებს სულიერ სიმშვიდეს, აცხრობს რისხვას, აუმჯობესებს გემოვნების რეცეპტორების მუშაობას და დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.
საფირონი
თუ ხერხემლის, კანის, უძილობის პრობლემა გაწუხებთ გაიკეთეთ საფირონი. სპეციალისტები, რომლებიც ლითოთერაპიას იყენებენ, რეკომენდაციას უწევენ საფირონის ყელსაბამს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ საფირონის ბეჭედს ან სამაჯურს ატარებთ, უნდა კაიკეთოთ მარცხენა ხელზე. ეს ასთმის და გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.
მარგალიტი
მას ოსტეოპოროზის, კარიესის და პაროდონტოზის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. მარგალიტი სისხლძარღვების ტონუსს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მას მოაქვს სიმშვიდე და კურნავს უძილობას.
ძოწი
აუმჯობესებს სისხლის ფორმულას, ასევე ამაღლებს ჰემოგლობინს. შველის გულის ტკივილს, ვეგეტოდისტონიას. დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.
ლალი
ადამიანის ხასიათის ძირითად თვისებებს აძლიერებს და ორგანიზმიდან მძიმე მეტალებს და ტოქსინებს გამოდევნის. ის აღადგენს ორგანიზმის ძალებს და მეხსირებას, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. აღსანიშნავია, რომ ლალი დიდი ხნით ტარების შემთხვევაში იწვევს არითმიას.
სარდიონი
დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, უნარჩუნებს პატრონს სულიერ სიმშვიდეს. ხსნის თავის ტკივილს და თავბრუსხვევას.
ქარვა
ქარვა ეხმარება კანის დაავადებების განკურნებას. სასარგებლოა ქარვის მძივის ტარება ყელ-ყურის ანთების და ჩიყვის დროს. ჰიპოკრატე მას უნიშნავდა თირკმლების, მუცლის, თავის ტკივილის, მოწამვლის დროს, აგრეთვე, ჭლექით დაავადებულებს. ქარვისგან იღებენ ასევე D ვიტამინს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)