"საქართველოს რკინიგზა" თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშოები მიმდინარე წლის 8 ივლისამდე დაესრულებინა, რომელი პირობაც დარღვეულია. მათივე განმარტებით, ამჟამად "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.
"სს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ინჟინერ კონსულტანტთა სერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული NGR-003 ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა" და სს "ხიდმშენის" ერთობლივი საწარმო. სს "საქართველოს რკინიგზასთან" 2010 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, FIDIC Yellow Book-ის წესების შესაბამისად, NGR-003 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებსILF Beratende Ingenieure ZT Gmbh (Leader) consortium with GRE-Gauf Rail Engineering Gmbh &Co. KG
ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებული იყო, სამშენებლო სამუშოები დაესრულებინა 2013 წლის 8 ივლისამდე, რომელი პირობაც დარღვეულ იქნა. ამჟამად "საქართველოს რკინიგზა" აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელების შემდგომ პირობებსა და ვადებზე.
რკინიგზის მიერ მოწვეული ავსტრიული კომპანია MC mobility-ს მიერ შესრულებულ იქნა შემოვლითი რკინიგზის და არსებული სარკინიგზო მონაკვეთის შედარებითი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი.
ამასთან ერთად ს.ს. "საქართველოს რკინიგზამ" აუდიტორულ კომპანია Ernst and Young-ს შეაფასებინა თბილისის შემოვლითი რკინიგზის დასრულების შემდგომ დედაქალაქში გამოთავისუფლებული ტერიტორია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 73ჰა-ს, ხოლო კონსულტანთა მიერ განსაზღვრულმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა მხოლოდ 30 მილიონი აშშ დოლარი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 213 მილიონი აშშ დოლარი.
" შესაბამისად დასახარჯია 137 მილიონი აშშ დოლარი, თუმცა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია MC mobility-ს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით პროექტის სრულყოფილი დამთავრებისათვის აუცილებელი იქნება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" გავრცელებულ განცხადებაში.