reportiori.ge - ხათუნა ჟორდანია, ზურაბ ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე საქართველოს დატოვებას აპირებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:34
ყვითელი
ხათუნა ჟორდანია, ზურაბ ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე საქართველოს დატოვებას აპირებენ
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 17:37



პოპულარული წყვილი, მომღერალი ზურა ხაჩიძე და მისი ცოლი ხათუნა ჟორდანია, საქართველოდან ისევ მიდიან. როგორც ხათუნა ჟორდანიამ ჟურნალ „სარკესთან გულისტკივილით აღნიშნა, მისმა ქმარ-შვილმა ამ ქვეყანაში თავიანთი ადგილი ვერ მოძებნეს და ამიტომ თავის დამკვიდრებას საზღვარგარეთ შეეცდებიან.

ხათუნა ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი, ნინი ქარსელაძე, დიდი ხანია გასცდა თინეიჯერობის ასაკს, თუმცა ისევ დედის მეთვალყურეობის ქვეშ არის. ხათუნა თვლის, რომ მისი უფროსი ქალიშვილი უცხოეთში შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას როგორც მომღერალი, როგორც ქალი და როგორც ადამიანი.

ნინიმ უნდა დატოვოს აქაურობა და სხვა ქვეყანაში მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, სადაც შედგება როგორც მომღერალი, როგორც ქალი და ადამიანი. ასეთი სურვილი გვაქვს. არ მინდა, ნინის ცხოვრებამ ისე გაიაროს, რომ ვერ განვითარდეს და წინ ვერ წავიდეს. 22 წლის ასაკში ის რეალიზებულია. ამ ასაკამდე ბევრი რამის გაკეთება მოასწრო, მაგრამ არ მინდა, გაჩერდეს. რადგანაც ამ ქვეყანაში თავისი საქმიდან შემოსავალი არ ექნება, მინდა, სხვა ქვეყანაში მოძებნოს საკუთარი თავი. თუ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში არც ჩემს ქმარს და არც ჩემს შვილს თავიანთი პროფესიიდან შემოსავლის წყარო არ ექნებათ, იძულებულები ვიქნებით, აქედან წავიდეთ.

სანამ ეს ქვეყანა იმისთვის მოიცლის, რომ ხელოვან ადამიანებს ხელი შეუწყონ, მანამდე მათი წლები გავა. არ მინდა, ზურამ და ნინიმ თავიანთი ცხოვრება ფუჭად გაატარონ. კარგი იქნება, თუ სხვა ქვეყანაში ცდიან ბედს. საქართველოდან წასვლა ახლო მომავლის გეგმებშია. მომღერლებს არ აქვთ სურვილი, ახალი პროდუქტი შექმნან. არ არსებობს მუსიკალური არხი. მახსოვს, როცა ნინი იწყებდა კარიერას, მამუკა ღლონტს ტელეკომპანია პირველ სტერეოზე არაერთი მუსიკალური გადაცემა ჰქონდა. კლიპის გადაღება გვიხაროდა, რადგან ვიცოდით, რაღაც შედეგს მივიღებდით. მომღერლებს შორის ერთგვარი შეჯიბრიც კი იყო, მსჯელობა მიდიოდა, ვისი კლიპი და სიმღერა იყო უკეთესი“, -აცხადებს ჟორდანია.

მომღერალი ნინი ქარსელაძე დედას ეთანხმება და ამბობს, რომ უცხო ქვეყანაში ცხოვრებას მარტივად შეეგუება.

კონცერტზე გასვლის შეგრძნებები დიდი ხნის წინ დავკარგე. ჩემი აზრით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც წინა პლანზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკაა წამოწეული“, -აცხადებს ის.




                                                                                                                                                               (მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016