reportiori.ge - პოსტი ქალებისთვის- როგორ მოვიშოროთ სტრიები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:37
სხვადასხვა
პოსტი ქალებისთვის- როგორ მოვიშოროთ სტრიები
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 17:41



შინაური მეთოდები:

*გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ცალი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი დღეში ერთხელ უნდა შეიზილოთ პრობლემურ კანზე. შეინახეთ მაცივარში. თუ სტრიები ახალია, თითქმის გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.

* ხილის პილინგ-კრემის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 150 მლ იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე 20 წუთით. ჩამობანისას დაიზილეთ. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

* აიღეთ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ხორბლის ზეთი. ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.

* აიღეთ 100 გ ახალი ან გაყინული ბაბუაწვერას ფოთოლი, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად - შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ კრემის კონსისტენციის მასა მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ვარგისია 1 კვირა.

* 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ა ვიტამინი და 10 წვეთი ე ვიტამინი ერთმანეთში აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილია სკრაბის შემდეგ.

* ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი  ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ, ფაფად აქციეთ და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.

* აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.

* 2 აბი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში ან რძეში. სუნის გასაქრობად დაამატეთ რამდენიმე წვეთი  ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი დაიდეთ. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

 


                                                                                                                          (მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016