reportiori.ge - რატომ დატოვა „ჩემი ცოლის დაქალები“ კოტე თოლორდავამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:41
ყვითელი
რატომ დატოვა „ჩემი ცოლის დაქალები“ კოტე თოლორდავამ?
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 19:26



გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული სერიალის - ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, კოტე თოლორდავამ სერიალი დატოვა. Ambebi.ge-სთან საუბარში მსახიობის მეუღლემ განო მელითაურმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

კოტე უკვე აღარ ითვლება ამ სერიალის მსახიობად. როგორც ვიცი, ბოლო სეზონია და ჩემი ცოლის დაქალები სრულდება, მაგრამ ასე გადაწყვიტა სცენარის ავტორმა, რომ კოტეს მანამდე დაეტოვებინა სერიალი“, -აცხადებს ის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მისი წამოსვლა რაიმე უკმაყოფილებას ხომა რ უკავშირდება, განო მელითაური აცხადებს, რომ ეს უბრალოდ სცენარისტ ქეთი დევდარიანის გადაწყვეტილება იყო, რომლის სცენარის მიხედვით კოტე მისი მეგობრები, ბაბულიკები ავარიაში მოყვნენ, წყალში ჩაცვივდნენ და მხოლოდ სანდრექსა გადარჩა. თუ რატომ, ამაზე მსახიობის მეუღლეს პასუხი არ აქვს.

„კოტეს გული ნამდვილად არ სწყდება. ამ სერიალში რაც უნდა გაეკეთებინა, ნამდვილად გააკეთა და ღვაწლი ასე მაღალ ნოტაზე დაასრულა. უსასრულოც არაფერია. გარდა ამისა, ძალიან გადატვირთული იყო, უბრალოდ შეუძლებელია ამდენი რამის ერთმანეთთან შეთავსება. კოტეს სამი ახალი პრემიერა აქვს ჭოლასთან, დიმა ხვთისიაშვილთან, რამდენიმე სპექტაკლი მოზარდშიც. ჩართულია თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში. იმედშიც ახალ პროექტში აიყვანეს. "პალიტრა ტვ"-ზე გადაცემა დავიწყეთ. ძალიან დაკავებულია. ასე რომ, იმდენი საქმე აქვს, არ მოიწყენს. საქმის ნაკლებობას არ განიცდის და პროფესიულ ზრდას განაგრძობს“, -აცხადებს ის.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016