კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლე კეტრინი კვლავ ორსულადაა. ამის შესახებ იუწყება ბრიტანული გამოცემა „The Globe“. მეტიც, უკვე ცნობილია მომავალი ბავშვის სქესი. გამოცემა წერს, რომ 32 წლის ქეით მიდლტონი გოგონას ელოდება. ორსულობის ვადა 14 კვირაა, მაგრამ ქეითი უკვე დარწმუნებულია, რომ მას გოგო ეყოლება.
წყვილმა მომავალი ბავშვისთვის უკვე სახელიც შეარჩია. „უილიამს ყოველთვის უნდოდა, რომ თუ გოგონა გაჩნდებოდა, მისთვის დედის, პრინცესა დიანას სახელი დაერქმია“, - წერს „The Globe“ და დასძენს, რომ დედოფალმა ელისაბედმაც უკვე მისცა თანხმობა ამ სახელზე, თუმცა ადრე ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბავშვისთვის დიანას სახელის დარქმევის.
შეგახსენებთ, რომ ქეითსა და უილიამს ვაჟი, პრინცი ჯორჯი ჰყავთ, რომელიც ქვეყანას 2013 წლის 22 ივლისს მოევლინა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)