„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველშვილის განცხადებით, მომავალ არჩევნებში ოპონენტზებზე ზეწილას ადგილი არ ექნება და ეს არჩევნები თვისობრივად განსხვავებული იქნება.
„აქ არ იქნება ადმინისტრაციული რესურსი გამოყებნებული, აქ არ იქნება ხელის გადაგრეხვა, აქ არ იქნება ვიღაცის დაჩაგვრა, ზეწოლა. რას ფიქრობს მარგველაშვილი რომელიღაცა ოპონენტზე რითია ეს საინტერესო? მე ვფიქრობ იმაზე, რა აწუხებს ხალხს. მე არ მოვდივარ იმისთის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსზე ვიჭორავო“-ეს განცხადება საპრეზიდენტო კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, იგი მედიის წარმომადგენლებს ხვალვე მინისტრობის 8-თვიან ანგარიშს გააცნობს და განათლების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელ თამარ სანიკიძეს წარადგენს.
"მე ვაფასებ ჩვენს 8-თვიან მუშაობას უაღრესად ეფექტურად. ჩვენ შევძელით და 16 ათას ბავშვს სკოლაში წასვლის საშიშროება მოვუხსენით. ისინი მგლების ყმუილში კი არ დადიან, მათ ატარებთ მანქანა. ჩვენ სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მოვუმატეთ ხელფასები, შევქმენით უფასო ფაკულტეტები, ტექნიკუმებში ახალი უფასო სწავლება დავაფუძნეთ, შევქმენით უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, რაც ნახევარ მილიონამდე ქართულ ოჯახს სექტემბერს შეუმსუბუქებს, 600-მდე სკოლას ვარემონტებთ, 8 სკოლას ვაშენებთ, ყველაფერ ამის განხორციელებაში ჩემს გვერდით მთავარი დამგეგმავი იყო ქალბატონი თამარი. ის უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია. მას განათლება აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. ის არის ადამიანი, რომელიც შეძლებს, ამ სისტემას ემსახუროს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიას მინისტრის პოსტის დატოვებისთანავე შეუდგება.