reportiori.ge - ილია II: მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:48
რელიგია
ილია II: მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისთვის
ავტორი: ანა ნოდია
24 თებერვალი, 2014. 16:01



საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II- სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, რომ ამ დღეებში მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა. უწმინდესმა მამა გაბრიელს და უფალს წყალობისთვის მადლობა გადაუხადა. სამებაში მამა გაბრიელის პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი თავად ატარებს.

 

 

ხშირად მორწმუნე და ურწმუნო ადამიანები კითხულობენ, რა არის ბედნიერება. დღეს რაც ხდება საქართველოში, ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება, ეს არის სულიწმინდის მოსვლა და ეს არის ჩვენი ფერიცვალება, ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს და ბოროტება განიდევნება, ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული, ბედნიერება და გაბრწყინება და ეს ყველაფერი მამა გაბრიელმა მოგვიტანა. ერთმა ადამიანმა შეცვალა საქართველო. მადლობა უფალს და მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისთვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენის, საქართველოს ბედნიერი მომავლის. დღეს, მთელ საქართველოს ლოცავს მამა გაბრიელი, რათა უფალმა ძალა ერს თვისას ძალა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. ამ ზეიმში მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო“, - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016