„ევროვიზიის“ მუსიკალურ კონკურსზე ჯგუფი „შინი“ და მარიკო ებრალიძე სიმღერით „Three minutes to earth“ წარდგებიან. საკონკურსო სიმღერის ავტორი ზაზა მიმინოშვილია, ტექსტი კი უეჟენ ელიუს ეკუთვნის. სიმღერის არანჟირება თავად ჯგუფმა გააკეთა.
ქართველი კონკურსანტები ქალაქ შტუტგარტიდან 28 თებერვალს დაბრუნდებიან. სიმღერის კლიპს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გადაიღებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურში აცხადებენ, ქართველ მაყურებელს ახალი სიმღერის შეფასება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2014“ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდება. კონკურსის ნახევარფინალი 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება.
საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტები „ევროვიზიაზე“ ახალ სიმღერას მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებენ.