გაზეთი „კვირის ქრონიკა“ პოეტ ნანა ცინცაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მის კლინიკურ სიკვდილს იხსენებს.
„ყოველთვის მაინტერესებდა ამ უცნაური სამყაროს შეცნობის ყველა ნიუანსი, მქონდა ბედნიერება, მეცნიერებათა აკადემიაში დავსწრებოდი ამოუცნობი მოვლენების უდიდესი მკვლევარის, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის ლექციებს, ხოლო სულისა და სხეულის გაყრის მისტერია საკუთარ თავზე გამოვცადე. საშინელი სტრესი მქონდა, ტაქსი გამოვიძახე კლინიკაში მისასვლელად, მეგონა ცოცხალი ვერ მივაღწევდი. უცებ ვიგრძენი, სული როგორ მოსწყდა სხეულს და ზევიდან როგორ ვუყრუებდი ჩემს თავს, როგორც სხვა ადამიანს, მაგრამ რამდენიმე წუთში სული დაუბრუნდა კუთვნილს ადგილს, ვიგრძენი ეს პროცესი და დავმშვიდდი. ტაქსის მძღოლს ვუთხარი: შეგიძლიათ, ნელა იაროთ, ახლა აღარაფერი დამემართება მეთქი“, - აცხადებს პოეტი.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)