reportiori.ge - „თიბისი გალერეაში“ აფხაზეთში გადაღებული უახლესი ფოტორეპორტაჟის გამოფენა გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
კულტურა
„თიბისი გალერეაში“ აფხაზეთში გადაღებული უახლესი ფოტორეპორტაჟის გამოფენა გაიხსნა
24 თებერვალი, 2014. 18:30



21 თებერვალს, თიბისი გალერეაში, ნანკა კიკალიას პერსონალური გამოფენა საზღვარიგაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი უახლესი ფოტორეპორტაჟია აფხაზეთიდან.


ნანკა კიკალია ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც  გადალახა დეფაქტო საზღვარი და აფხაზეთში ფოტორეპორტაჟის გადაღება შეძლო.


პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ნახოს  თუ როგორ გამოიყურება აფხაზეთი დღეს.


ინსტალაცია, სახელწოდებით საზღვარი, რომელიც საგამოფენო დარბაზში განთავსდა, სიმბოლურ საზღვარს წარმოდგენს, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან ჰყოფს და მის გადალახვას გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი თავისუფლად შეძლებს.


გამოფენაზე წარმოდგენილია 40 ფოტო და დეტალურად ასახავს აფხაზეთის ომის შემდგომ რეალობას. ამ ექსპოზიციაში მთავარი მაინც ადამიანთა ბედია; ადამიანების, რომლებმაც უკიდურესად რთული და სიძნელეებით აღსავსე ცხოვრება განვლეს. ჩვენ კონტრასტის მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ - დაკარგულ მიწა-წყალს, საზღვრის იქედან კი იმედის თვალით გვიყურებენ ჩვენი თანამემაულეები, რომლებსაც არც ომის დროს და არც შემდგომ არ დაუტოვებიათ სახლ-კარი. სიმართლეს, რა მძიმეც არ უნდა იყოს ის, უკეთესი მომავლის იმედი და საფუძველი აქვს.


გამოფენა თიბისი გალერეში 4 მარტამდე გაგრძელდება.

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016