სოციალური მედია კარგი გამოგონებაა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან აქტიურად საკონტაქტოდ, თუმცა მას უამრავი უარყოფითი მხარე აქვს, რომელიც გარდაუვალია. ონლაინ დიალოგის სფერო დღითიდღე უფრო მოქნილი და კომფრტული ხდება, მაგრამ ამავდროულად, ის საოცრად დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანურ, ჯანსაღ ურთიერთობებს. მომხმარებელთა დამოკიდებულება სოციალური მედიის მიმართ საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ფაქტი ერთია, მომხმარებელთა „ავადმყოფური“ ჩართულობა სოციალურ სამყაროში „დამღუპველია“.
სწორედ ამიტომ, „კოკა-კოლამ“ ახალი კამპანია წამოიწყო მათთვის, ვინც რეალობასთან კავშირი დაკარგა, ეს არის “The Social Media Guard”, რომელიც აუცილებლად გამოგაფხიზლებთ. სახალისო და ინოვაციური გამოგონება საშუალებას მოგცემთ, ეკონტაქტოთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, გაუზიაროთ მათ საკუთარი ემოციები, განწყობა, სიახლეები და ა.შ.
იხილეთ სოციალური მედიისგან თავის დასაცავი ახალი გამოგონება: