reportiori.ge - მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ბრაზილიელმა გოგონამ სიყვარული იპოვა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:12
ყვითელი
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ბრაზილიელმა გოგონამ სიყვარული იპოვა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
24 თებერვალი, 2014. 21:09



ბრაზილიელი გოგონას სიმაღლე ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში 2 მეტრსა და 6 სანტიმეტრს შეადგენდა. სკოლაში იმის გამო ვერ დადიოდა, რომ დასცინოდნენ და არ ეტეოდა ასევე სკოლის ავტობუსში. მედიკოსებმა საბოლოოდ მისი ზრდის შეჩერება შეძლეს.

 

გოგონა, რომელიც ამჟამად 17 წლისაა 40 სანტიმეტრით დაბალი შეყვარებული ჰყავს, წერს გამოცემა The Sun.

 

ელისან სილვამ გასაოცარი ტემპით ზრდა 11 წლის ასაკში დაიწყო. წელიწადში ის 20 სანტიმეტრს იმატებდა, რითაც 14 წლის ასაკში მისმა სიმაღლემ 2 მეტრს გადააჭარბა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ის გიგანტიზმით იყო ავად. მის ღარიბ ბრაზილიურ ოჯახს მკურნალობის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა ქირურგებმა მას უფასოდ ჩაუტარეს ოპერაცია, რამაც შედეგი გამოიღო და გოგონამ ზრდა შეწყვიტა.

 

„ერთადერთი, რაც უხერხულობას გვიქმნის, ისაა, რომ როცა მასთან ხელიხელჩაკიდებული ვსეირნობ, გამვლელებს ჰგონიათ, რომ ის ჩემი უმცროსი ძმა, ან შვილია“, - აცხადებს ელისანი.

 

ლამაზმანის რჩეულს 22 წლის ფრანცინალდოს მისი კოცნისას ფეხიწვერებზე დგომა უწევს, თუმცა მას ეს უხერხულობას სულაც არ უქმნის.

 

„ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან, როგორ ვკოცნი მას, მე კი ვპასუხობ, რომ ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს“, - აცხადებს გოგონა და აღნიშნავს, რომ ფრანცინალდოსმა მისი შინაგანი სამყაროთი მოხიბლა და ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი ადამიანი ჰყავს გვერდით.










 

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016