reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს მოვლენებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:49
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს მოვლენებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდება
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 10:41

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამინისტროს შენობაში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდება. მინისტრი დაღუპული პოლიციელების შვილებს საჩუქრებს გადასცემს. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა. ამ თემაზე შს მინისტრმა გუშინ, თელავში კახეთის საპატრულო პოლიციისთვის ავტომანქანების გადაცემის ცერემონიალზე ისაუბრა. ახლოვდება 8 აგვისტო. 5 წლის წინ სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ქვეყანას დიდი განსაცდელის გამოვლა მოუწია. რუსეთ-საქართველოს ომმა დიდი დანაკლისი მოგვიტანა - ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეები, დაჭრილები, დაღუპულები. ძვირფასო პოლიციელებო, პატივი უნდა მივაგოთ იმ პირთა ხსოვნას, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი თანამშრომლებიც იყვნენ. მჯერა, რომ მათ თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, იმ წესრიგის დანერგვას, რომელიც ქართულ პოლიციაში დღეს ხორციელდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016