ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში RMG GOLD-ის რამდენიმე თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს. მოშიმშილეთა ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობას დღეიდან კაზრეთის მოსახლეობაც შეუერთდება.
მათი განცხადებით, დღეს მუშაობა გაჩერდება ყველა სავაჭრო ობიექტზე და სკოლებში. აქციის მონაწილეები სამსახურში უპირობო აღდგენას, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და საწარმოს ადმინისტრაციის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. RMG ჯგუფის კომერციული დირექტორის განცხადებით, კომპანია მზად არის დიალოგისთვის, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან თვითონ მოშიმშილეებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს. სოსო ცაბაძე მიიჩნევს, რომ აქციები გარე ძალების მიერ არის მართული, რომელთა ინტერესში საწარმოს მუშაობის პარალიზებაა.