reportiori.ge - პრეზიდენტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ინიციატივას ხელი მოაწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:03
საზოგადოება
პრეზიდენტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის ინიციატივას ხელი მოაწერა
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 11:18

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომლის მიზანიც საკომლო-საოჯახო მეურნეობების გამსხვილებაა, ძალაში შევიდა. "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

ძალაში შესული კანონის თანახმად, იქმნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა იყოს. სააგენტო უფლებამოსილი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერტავებისთვის სტატუსის მინიჭებაზე, შეწყვეტასა და მონიტორტინგზე. ის ასევე განახორციელებს კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით გათვალისწინებულია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ასევე კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016