რეგიონები
გოჭკადილის კანიონი სამეგრელოს ტურისტული სავიზიტო ბარათი გახდება
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
25 თებერვალი, 2014. 13:25
„გოჭკადილის კანიონი მარტვილში სამეგრელოს ტურისტული სავიზიტო ბარათი იქნება", - ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა რატი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ გოჭკადილის კანიონის მონახულებისას განაცხადეს.
მათი თქმით იგეგმება კანიონის კეთილმოწყობა, რაც ვიზიტორთა ცენტრის გახსნას, ავტოპარკინგის მოწყობას, მდინარეზე სასეირნო ნავებისთვის პირსის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებასა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს.
მარტვილის ცენტრში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც ვიზიტორები ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.
რეგიონი ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრად იქცევა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57