reportiori.ge - თელავში აგრობარათების დარიგების პროცესი დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:01
რეგიონები
თელავში აგრობარათების დარიგების პროცესი დაიწყო
25 თებერვალი, 2014. 15:35

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის" განხორციელება დაიწყო.  პროექტის ფარგლებში ფერმერებს პლასტიკური აგრო ბარათებიც ურიგდებათ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშილი და „ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე დღეს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავის „ლიბერთი ბანკის" ფილიალში აგრობარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.


მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, წელს კახეთის რეგიონის 98139 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, ხვნის ბარათი 72266 ბენეფიციარს დაურიგდა (ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით). აგრო ბარათზე დარიცხული იქნება 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ლარი 1 ქულა). აგრო ბარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ მაღაზიებთან,  შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტის შეძენა (სასუქი, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები)  ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში.


„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას  სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.


პროექტით წელს,  დაახლოებით, 800,000-მდემცირე  მიწიანი  ფერმერი  ისარგებლებს. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016