„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გარემოს დაცვის მინისტრს თბილისის სარეკრეაციო ზონების გაკონტროლების მოთხოვნით მიმართავს. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა დღევანდელი კანონდმდებლობით გარემოს დაცვის სამინისტროს თბილისის სარეკრეაციო ზონებზე წვდომა არ აქვს. მისივე განმარტებით ხათუნა გოგოლძე ვალდებულია, სასაკანონმდებლო დონეზე მოითხოვოს, თბილისის სარეკრეაციო ზონების გაკონტროლების უფლება. „გარემოს დაცვის მხრივ, თბილისი დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. ჩვენ არაერთხელ გავაპროტესტეთ ვაკის პარკში, მზიურში და უკვე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით პროკურატურაში არაერთი საქმე გვაქვს შეტანილი. მინისტრსაც მივმართეთ თბილისში, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია"-განაცხადა ნიკოლოზ მჟავანძემ. მისივე განმარტებით, იმ შემთხვავაში თუ ხათუნა გოგოლაძე, საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს ინიციატივით, რომლის მიხედვითაც თბილისის სარეკრეაციო ზონები გარემოს დაცვის სამინისტოს დაექვემდებარება, „უფლებადამცველთა გაერთიანება" მინისტრის გადადგომის მოთხოვნას დააყენებს.