reportiori.ge - "საკანონმდებლო მაცნეში" საბავშვო ბაღებში გადასახადების ამკრძალავი კანონპროექტი გამოქვეყნდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:57
საზოგადოება
"საკანონმდებლო მაცნეში" საბავშვო ბაღებში გადასახადების ამკრძალავი კანონპროექტი გამოქვეყნდა
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 12:28

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონებში განხორციელებული ცვლილებები "საკანონმდებლო მაცნეში" პრეზიდენტის ხელმოწერით გამოქვეყნდა, თუმცა მიღებული ცვლილებების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრი.

აღნიშნულ ორ კანონში პირდაპირ ჩაიწერა, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია.

ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები: იქმნება 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და კომპლექტდება ჯგუფებად, ასაკის გათვალისწინებით; მომსახურების ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს 9-საათიანი, 10-საათიანი ან 12-საათიანი, 2 დღის დასვენებით 5-დღიან სამუშაო კვირაში.

კანონში ასევე გაიწერა, რომ ისინი უნდა ახორციელებდნენ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ფიზიკური აღზრდის სპეციალურ პროგრამებს. პროგრამა შედგენილი უნდა იყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის და მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობათა განვითარებისა და მისი ორგანიზმის ფუნქციურ შესაძლებლობათა სრულყოფისაკენ.

ზემოთაღნიშნულ ორ კანონში ჩაიწერა ისიც, რომ საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხარისხიანი სასმელი წყლით, ცხელი წყლით, კანალიზაციით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით; უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვთა სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი დეპუტატი თინა ხიდაშელია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016