reportiori.ge - კახა კუკავა კაზრეთში გაფიცულ მუშებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 09:26
რეგიონები
კახა კუკავა კაზრეთში გაფიცულ მუშებს შეხვდა
26 თებერვალი, 2014. 12:32



კაზრეთში, გაფიცულ მუშებს თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა შეხვდა. პარტიის თავმჯდომარემ დასაქმებულების პრობლემები პირადად მოისმინა.

 

კუკავას განცხადებით, თავისუფალი საქართველო სოლიდარობას უცხადებს გაფიცულებს და მათი მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას მოითხოვს.

 

არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი, როცა დასაქმებულთა უფლებები ასე უხეშად ირღვევა, როგორც ეს საქართველოში ხდება. მივიჩნევთ, რომ დროა დასრულდეს მონათმფლობელური დამოკიდებულება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის. ამ შემთხვევაში კი საწარმოს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გააფორმოს მუშებთან კოლექტიური ხელშეკრულება, რომელშიც ყველა ის პირობა იქნება გათვალისწინებული, რასაც გაფიცულები ითხოვენ. პარტია აუცილებლად დაიწყებს საკითხის დეტალურ შესწავლას და საზოგადოებას წარუდგენ ანგარიშს - რამდენად ჩამორჩება საქართველო ევროპის ქვეყნებს დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებში“, - განაცხადა კუკავამ.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში 14 თებერვლიდან RMG COPPER-ის და RMG GOLD-ის საწარმოებში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას, შრომის უსაფრთხოებისა და სადაზღვეო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016