„კვირის პალიტრა“ მამა გაბრიელის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბერის აქამდე ცნობილი თუ უცნობი წინასწარმეტყველებებია აღწერილი.
„1991 წლის გაზაფხულზე, მძიმე მარხვისას, სიონის ტაძრის ეზოში გოდებდა: - დიდი სისხლი დაიღვრება საქართველოში, ვაი, საქართველოო... ამბიონთან მისული მრევლისკენ შეტრიალდა და დაბალი ხმით თქვა: - მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა. ცოტა ხნის შემდეგ სინანულით დასძინა: - მაღლა ცაში უფალი სტირის ქართველი კაცის ცოდვით, ვეღარსად გაჩერდება ადამიანი, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ, განა ჩვენ წმინდა ქეთევანი გვეყოლებოდა, რომ შეშინებოდა?“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გაბრიელ ბერის საფლავი 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში გახსნეს. ამჟამად მისი წმინდა ნაწილები სამებაშია დაბრძანებული, სადაც ყველა მომლოცველს შეუძლია მივიდეს და მოილოცოს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)