reportiori.ge - მამა გაბრიელის სწავლებანი: საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი, ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:27
რელიგია
მამა გაბრიელის სწავლებანი: საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი, ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს!
ავტორი:
26 თებერვალი, 2014. 12:57



ღირსი მამა გაბრიელ  აღმსარებელი  - ბერი  სალოსი საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.

 

მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! "- ვკითხულობთ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებიდან და სწავლებებიდან. 

 

იგი საქართველოს ბედ-იღბალზეც საუბრობდა და წინასწარმეტყველებდა, რომ სანამ ქვეყანას გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. „რეპორტიორი“  ბერი გაბრიელის სწავლებებს გთავაზობთ:

 

საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს.

 

საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს. როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება.

 

ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შეირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა გიორგი 2003 წ. შერაცხეს წმიდანად).

 

საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

 

არასდეს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა - განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება.

 

თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება. ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო.

 

არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს.

 

დიდი მადლია მტრედებს და ჩიტებს აჭამო საჭმელი.

 

მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩებზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი.

 

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, ჯერ იმათთვის დაიწყე ლოცვა, მაგალითად შენი შვილებისათვის, როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე დანარჩენი ოჯახის წევრებისათვის, შემდეგ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის, რომ მტერი არ გყავდეს. დალოცე ის ქალაქი, სადაც შენ ცხოვრობ, თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია, საქართველო ხომ მარტო არ არის, ირგვლივ სხვა ქვეყნების მცხოვრებლებითაა გარემოცული, სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შესძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა, იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე აავსოს მისი გული სიკეთით დაგონება - სიბრძნით. აი, ასე შესძლებთ ბოროტებით აღსავსე ადამიანისათვის და თქვენი მტრისთვისაც ლოცვას.

 

შიშით და მოწიწებით უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არის ჩვენთან, სულ არს ღმერთი.

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით, ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

 

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016