ჯგუფ „ვიაგრას“ პროდიუსერი და ჯგუფის ცნობილი ჰიტების ავტორი კონსტანტინ მელაძე საცხოვრებლად კიევის ცენტრში, მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან გადავიდა. ცნობილი წყვილის რომანი უკვე საიდუმლო აღარავისთვისაა, წერს რუსული მედია.
კიევში გამოცემა Heat.ru-ს კორესპონდენტებმა მელაძე ვერა ბრეჟნევას სახლიდან გამოსვლისას შენიშნეს, რომელიც კვარტალ „ვოზდვიჟენკაში“ მდებარეობს. სწორედ ამ ქუჩაზე 32 წლის ბრეჟნევამ ახალი წლის წინ მდიდრული პენტჰაუსი შეიძინა, რომელშიც აქამდე ქალიშვილებთან - 13 წლის სონიასთან და 4 წლის სარასთან ერთად ცხოვრობდა.
გამოცემის ინფორმაციით, მელაძე და ბრეჟნევა დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ კონტსანტინ მელაძე ვერა ბრეჟნევასთან გადასვლას უარყოფს, დადასტურებულია, რომ აღნიშნულ სახლში მას არანაირი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, თუმცა ის ბევრჯერ შენიშნეს იქ.
ჭორები 50 წლის ქართველი კომპოზიტორისა და „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტის ვერა ბრეჟნევას რომანის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება და პირველად, დაახლოებით 8 წლის წინ ალაპარაკდნენ ამ თემაზე, როცა ორივე ქორწინებაში იმყოფებოდა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)