reportiori.ge - ლევან ცაგურიას "საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენელის" წოდება მიენიჭა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:22
საზოგადოება
ლევან ცაგურიას "საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენელის" წოდება მიენიჭა
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 13:09

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ იაპონიაში მცხოვრებ წარმატებულ და პოპულარულ სპორტსმენს ლევან ცაგურიას "საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენელის" წოდება მიანიჭა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ინიციატივას უკავშირდება, რაც მიზნობრივ ქვეყნებში "საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენლების" დანიშვნას გულისხმობს. წარმომადგენლების ძირითადი მისია საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია იქნება.

ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრო.

ლევან ცაგურია იაპონიაში ცნობადი და წარმატებული სპორტსმენია, რომელიც სრულყოფილად გააცნობს იაპონელ ხალხს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენ კატარის ავიახაზებთან ერთად ვაპირებთ სერიოზულ მუშაობას იაპონიის მიმართულებით, ერთობლივ მარკეტინგულ კამპანიას რაც გულისხმობს თბილისი-დოჰა-ტოკიოს რეისის მეშვეობით იაპონიიდან ერთობლივი მედია ტურების განხორციელებას," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

საქართველოში იაპონელი ვიზიტორების სტატისტიკა წლიდან-წლამდე 30%-ით იზრდება. იაპონელები მსოფლიოში მაღალი ხარჯვის უნარიანობით გამოირჩევიან და ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტები არიან. საქართველოს ისინი უმეტესად ორგანიზებულად სტუმრობენ, რაც მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის.

 ჩემი იაპონიაში მოღვაწეობის 15- წლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ვიზრუნო საქართველოს ტურისტული იმიჯის შექმნაზე იაპონელებთან", - განაცხადა ლევან ცაგურიამ.

საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "ჯატა", ამასთანავე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ორგანიზაცია "სუამის" ტურისტული პროექტის ფარგლებში იაპონიის ბაზრისთვის საერთო ტურისტული პროდუქტის შემუშავების პროცესში.

2013 წლის 7 თვის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოში 2681 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 62% აღემატება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016