გთავაზობთ ამერიკის პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის შესახებ აქამდე უცნობ ფაქტებს, რომლის გაცნობის შემდეგ მიხვდებით, რომ არაერთი ცხოვრებისეული ამრცხის შემდეგაც შესაძლებელია ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს.
7 წლის ასაკში მისი ოჯახი ვალების გამო სახლიდან გააგდეს. საკუთარი თავისა და ახლობლების სარჩენად მას მოუწია მუშაობა.
9 წლის ასაკში მას მოუკვდა დედა.
22 წლის ასაკში მან დაკარგა სამსახური მაღაზიაში, სადაც კურიერად მუშაობდა. მას სურდა იურისტობა, მაგრამ არ ჰყოფნიდა განათლება.
23 წლის ასაკში მან დიდი ვალები აიღო, რათა გამხდარიყო ერთ-ერთი მაღაზიის ბიზნეს-პარტნიორი.
26 წლის ასაკში მისი პარტნიორი მოკვდა და მას დაუტოვა დიდი ვალები, რომელსაც ის მრავალი წლის მანძილზე იხდიდა.
28 წლის ასაკში მან ხელი სთხოვა თავის მეგობარ გოგონას, რომელსა 4 წელი ხვდებოდა, მაგრამ გოგონამ უარი უთხრა.
37 წლის ასაკში მხოლოდ მესამე მცდელობის შემდეგ ის არჩეულ იქნა კონგრესში, მაგრამ ორი წლის შემდეგ ის ხელმეორედ არ აირჩიეს.
როდესაც ის იყო 41 წლის მას მოუკვდა 4 წლის ვაჟიშვილი.
45 წლის ასაკში მან სცადა მოხვედრილიყო სენატში, მაგრამ კვლავ დამარცხდა. ხოლო 51 წლის ასაკში ის აირჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)