reportiori.ge - სურამელები ნიაღვარს და სამგზავრო ავტობუსს ელოდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:56
რეგიონები
სურამელები ნიაღვარს და სამგზავრო ავტობუსს ელოდებიან
ავტორი:
26 თებერვალი, 2014. 18:02



დაბა სურამის რწმუნებული ხაშურის გამგეობისგან ავტობუსის შეკეთებას ითხოვს. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბერაია კი პასუხობს, რომ ავტობუსი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. სურამის ერთ-ერთი უბნის 30-მდე ოჯახი სწორედ იმ ავტობუსით სარგებლობდა ხაშურამდე მგზავრობის დროს. ბილეთის ღირებულება 20 თეთრი იყო.

 

ველაპარაკე სატრანსპორტო გადამზიდავ კომპანიის წარმომადგენელს და მითხრა, რომ სურამის ბოლომდე რომ ავიდე, სულ რაღაც 30-მდე ოჯახია დარჩენილიო. უარი გვითხრა რეისის გაგრძელებაზე, არ უღირთ“,-  ამბობს ბერაია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

 

სურამის რწმუნებულის თქმით, იმ 30 ოჯახს ცენტრამდე მისასვლელად ფეხით გავლა უწევთ.

 

სოფლის რწმუნებული მდინარე სურამულას კალაპოტში მდგარი ხეების მოჭრასაც ითხოვს. 2 წლის წინ მდინარის ადიდებამ დასახლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ზარალს დღემდე ითვლიან. სამშენებლო კომპანია, რომელიც მიმდინარე წელს კალაპოტს წმენდს, მუნიციპალიტეტის გამგებელთან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით ხეების მოჭრა არ ევალება.

 

რამდენიმე დღის წინ გაწმენდითი სამუშაოების დროს მოულოდნელად ნიაღვარი მოვიდა და კალაპოტში ღამით დატოვებული ტექნიკა წყალში მოექცა. რწმუნებული ამბობს, რომ ტრაქტორი ამოიყვანეს და გადარჩა. სურამულას გაწმენდითი სამუშაოები თებერვალში დაიწყო და მარტში დამთავრდება. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე მდინარეები ადიდებას იწყებს.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016