reportiori.ge - გორელი მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:40
რეგიონები
გორელი მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ
26 თებერვალი, 2014. 18:04



მოვაჭრეები გორის ახლადგახსნილი ბაზრის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. ისინი აგრარული ბაზრის ძველ ადგილას გადატანას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი ზომების მიღებით იმუქრებიან.

 

მოვაჭრეების განცხადებით, ბაზარში მომხმარებელი არ დადის, რამაც მათი გაკოტრება გამოიწვია.  ისინი აგრარული ბაზრის უცხოელ მფლობელს შეხვდნენ და მისგან პრობლემის დაუყონებლივი მოგვარება მოითხოვეს.

 

ერთ-ერთი მოვაჭრის განცადებით, მომხდარის გამო გუშინ ერთი მოვაჭრე გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან გარდაცვლილს ბანკის ვალი ჰქონდა, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა.

 

„დახურონ ის ბაზრები და გადმოიყვანონ მოვაჭრეები ამ ბაზარში, რათა მომხმარებლები არ დაიფანტონ. კაციშვილი არ დადის ამ ბაზარში. სანამ აქ მოვლენ 3 ბაზარი უნდა გამოიარონ და აქ ვინღა მოვა? თუ არ დახურავენ იმ ბაზრებს, დაგვაბრუნონ ისევ ძველ ბაზარში“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ მარინა ლურსმანაშვილმა.

 

 

მოვაჭრეები ხვალ დილას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეკრებას გეგმავენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016