დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ იან ბრუქს, რომელიც კიბოს აგრესიული ფორმით იყო დაავადებული, ექიმებმა მხოლოდ ერთი კვირის სიცოცხლის ვადა მისცეს, თუმცა ის ახალი პრეპარატით მკურნალობაში მოხალისედ ჩაერთო და ამით დაავადება დაამარცხა.
„dailymail.co.uk“-ის ინფორმაციით, 47 წლის იან ბრუქსი გახდა პირველი პაციენტი ამერიკის ფარგლებს გარეთ, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით უმკურნალეს. ახალი ამერიკული პრეპარატის „Brentuximab Vedotin“ -ით მკურნალობის შემდეგ, მის სხეულში 70 სიმსივნური წარმონაქმნი გაქრა. პრეპარატმა კლინიკური გამოცდა მანჩესტერის „The Christie Hospital“-ში წარმატებით გაიარა და უკვე ხელმისაწვდობია სხვა დაავადებულებისათვის.
ბრუქსს, რომელსაც კიბოს დიაგნოზი პირველად 2001 წელს დაუსვევს, მკურნალობას კარგად დაექვემდებარა, თუმცა 2008 წელს სიმსივნე მის ორგანიზმში ისევ დაბრუნდა, ამჯერად კიბომ აგრესიული ფორმა მიიღო და მთელ ორგანიზმში გავრცელდა. მისცეს რა სიცოცხლის მხოლოდ ერთკვირიანი ვადა, მან, როგორც მოხალისემ, მონაწილეობა მიიღო პრეპარატის სამედიცინო გამოცდაში. ევროპის უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრის და ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ მკურნალობის შემდგომი რენდგენის სურათები იხილეს.
12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა პაციენტის სხეულში სიმსივნური წარმონაქმნები ვერ იპოვეს. ახლა ის სრულიად ჯანმრთელია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
წყარო: dailymail.co.uk