reportiori.ge - ყინვაში დედისგან ქუჩაში მიტოვებულ ჩვილს მთელი ღამე კატა ათბობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 14:38
სხვადასხვა
ყინვაში დედისგან ქუჩაში მიტოვებულ ჩვილს მთელი ღამე კატა ათბობდა
ავტორი:
11 აპრილი, 2015. 19:52


მსოფლიოში ადამიანთა ნაწილს ოჯახში, პატარასთან ერთად შინაური ცხოველის ყოლა არ სურს. ჩვილთან ერთად შინაური ცხოველის გაზრდის საშიშროება მართლაც არსებობს, თუმცა ალბათ ყველამ იცის, რომ ოთხფეხა მეგობრის სიყვარულსა და ერთგულებას ვერაფერი შეცვლის.


მედიკოსები მშობლებს ურჩევენ, რომ პატარას ცხოველებთან ურთიერთობა ასწავლონ. ხოლო, თუ სახლში თქვენს შვილებთან ერთად კატას ან ძაღლს გაზრდით, თითქმის 90%-იანი გარანტიით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი შვილები უფრო კეთილშობილები, მოსიყვარულენი და მშვიდები გაიზრდებიან. ეს იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, არცერთ ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და ჰიგიენური ნორმები მკაცრად იქნება დაცული.

 

„სიყვარული არც მიჩვევაა, არც მხოლოდ სიტყვები, სიყვარული ქმედებებში გამოიხატება", -  სწორედ ასეთ ფაქტებზე გვინდა მოგითხროთ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც ცხოველმა ადამიანი თავისი სიცოცხლის საფასურად სიკვდილისაგან იხსნა. ხანდახან კი ოთხფეხა მეგობრები უფრო მეტ „ადამიანობას" იჩენენ, ვიდრე თავად დედები ან მამები.

 

რუსეთი: რუსეთში, პოდმოდსკოვიეში გერმანული ნაგაზი მაღალი ძაბვის დარტყმით გარდაიცვალა. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ქალი და მისი 5 წლის გოგონა თოვლში სეირნობდნენ, ძაღლმა კი დენის კაბელი შენიშნა, რომელიც მას რომ არ დაეჭირა, პატარა გოგონას დაარტყავდა.

 

პოლონეთი: ეზოს ძაღლმა სახელად მიშკამ სამი წლის ბავშვი გადაარჩინა, რომელიც მშობლების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი მახლობლად არსებულ ტყეში დაიკარგა. რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცველებმა პატარას ძებნა დაიწყეს, მაგრამ მისი პოვნა მხოლოდ მეორე დღეს მოახერხეს. ძაღლმა მაშველებს გზა ფეხით გაუკვალა და პატარას მთელი ღამე ათბობდა.  

 

აშშ: კატა ტომმა მაშველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც მის ინვალიდ პატრონს ინსულტი დაემართა და გონება დაკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პატრონმა კატას რამდენჯერმე აჩვენა თუ  როგორ უნდა გამოეძახა მაშველები რადიოტელეფონით, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ კატა ამას დაიმახსოვრებდა.

 

რუსეთი: რუსეთში, იაროსლავის რაიონში კატა ალისამ მთელი ოჯახი დაწვას გადაარჩინა. როდესაც ყველას ეძინა, აგრესიული კატა პატრონს რამდენჯერმე მივარდა და გაღვიძება სცადა, თუმცა ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ბოლოს კატამ პატრონს სახე ბრჭყალებით დაუკაწრა, და აიძულა ფეხზე ამდგარიყო. გაღვიძებულმა კი უმალ შენიშნა, რომ სახლს ცეცხლი გასჩენია და ოჯახმა თავის შველა შეძლო.

 

კენია: ძაღლმა ახალშობილი გადაარჩინა, რომელიც საკუთარმა დედამ ქუჩაში მიაგდო. ეს შემთხევვა ძალიან ცნობილია და მსოფლიო მედიამ გაავრცელა. კენიის ერთ-ერთ ტყეში ძაღლმა უპატრონო ახალშობილი აღმოაჩინა, რომელიც ფრთხილად წაიღო თავის საცხოვრებელში და ლეკვებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ზრდიდა. მას ძუძუსაც აჭმევდა და მთელი ღამე ჩვილთან ერთად ჩახუტებულს ეძინა, რათა არ გაყინულიყო. ორი დღის შემდგომ ძაღლის პატრონმა ლეკვებთან ერთად ახალშობილი იპოვა .

 

გერმანია: რამდენიმე წლის წინ გერმანია აღაფრთოვანა კატამ, რომელიც მთელი ღამე ახალშობილს გვერდიდან არ მოშორებია. დედამ  ჩვილი შუა ქუჩაში დატოვა, მაშინ, როდესაც ტემპერატურა 0 გრადუსი იყო. კატამ ახალშობილი იპოვა და მთელი ღამე ათბობდა, თან კნაოდა, რომ გამვლელების ყურადღება მიექცია. ახალშობილი გადარჩა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016