ამერიკული მედია მსახიობ მერილ სტრიპისა და სკულპტორ დონ ჰამერის მოსალოდნელი გაყრის შესახებ ალაპარაკდა. ცნობილი წყვილი ერთად 35 წელია ცხოვრობს. როგორც ამბობენ, შესაძლო გაყრის მიზეზი ჯეკ ნიკოლსონის შესახებ მარკ ელიოტის მიერ დაწერილი წიგნია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიცა. ამ წიგნმა ნათელი მოჰფინა ბევრ იმ საიდუმლოს, რომელიც აქამდე დამალული იყო. მათ შორის ის, რომ 1980-იან წლებში ცნობილ გულთამპყრობელ ნიკოლსონს ვნებიანი რომანი ჰქონდა მერილ სტრიპთან.
მათ ურთიერთობაში კიდევ ერთ პრობლემად იქცა მსახიობის დატვირთული სამუშაო გრაფიკი, სტრიპი სამუშაოს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა, რაც მის ქმარს არასდროს მოსწონდა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდში მათი ოჯახი ყოველთვის მყარ კავშირად მიიჩნეოდა. ჰამერსა და სტრიპს 4 შვილი ჰყავთ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)