NASA-ს ტელესკოპ „კეპლერიდან" მიღებული ცნობების თანახმად, მეცნიერთა ჯგუფმა მზის სისტემის გარეთ არსებული 715 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC" ავრცელებს.
ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მკვლევრებს მხოლოდ 1000 ახალი ეგზოპლანეტის არსებობის შესახებ ჰქონდათ ცნობა.
ახლადაღმოჩენილ პლანეტათა უმრავლესობა ანუ 95% მზის სისტემის პლანეტა ნეპტუნზე მცირე ზომისაა, რომლის რადიუსიც დედამიწაზე 4-ჯერ დიდია.
მათ შორის ოთხი პლანეტის ორბიტა მზესთან სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ზონასთან ახლოს მდებარებს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ამ პირობებში წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა შესაძლებელია. ამ ეტაპზე ამის დადასტურება შეუძლებელია, რადგან ტელესკოპის სამიზნე პლანეტები ათასობით სინათლის წლის დაშორებით მდებარეობენ, რის გამოც მათი დეტალური კვლევა ვერ ხერხდება.
ცნობისთვის: „კაპლერი" კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს, მისი მისია ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწის მსგავსი პლანეტების კვლევაა. „კეპლერის" კოსმოსურმა ტელესკოპმა მისიის ფარგლებში სულ 961 პლანეტის არსებობა დაადასტურა.
(მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)