არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" მეუფე კალისტრატეს ლოცვა კურთხევით ქუთაისში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციას იწყებს.
„ღვთისაგან დალოცვილია ყველა ის ადამიანი, მათი ოჯახები და შთამომავლობა რომელიც აღმშენებელია ეკლესიისა," - მიმართა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში შეკრებილ უამრავ ადამიანს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, დალოცა მრევლი და სამღვდელოება და მათ წარმატებები უსურვა.
„მომავლის ახალგაზრდული პოზიცია" ყველას მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ და მონაწილეობა მიიღონ „საშვილიშვილო საქმეში".
ვისაც სურვილი გაქვთ, ქუთაისში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაში მიიღოთ მონაწილეობა, დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან ნომერზე 0 901 700 550; ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
ანგარიში N GE55TP0036080070005606.