reportiori.ge - სახალხო დამცველს მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადიცია დაუშვებლად მიაჩნია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
სამართალი
სახალხო დამცველს მიკაელ კადიევის რუსეთში ექსტრადიცია დაუშვებლად მიაჩნია
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 12:00

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს რეკომენდაციით მიმართა რუსეთის ფედერაციაში მიკაელ კადიევის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთში მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები სრულყოფილად შეისწავლოსშეგახსენებთ, 2013 წლის 13 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავერუსეთის ფედერაციის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს მიკაელ კადიევის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართოსომბუდსმენი მთავარ პროკურორს ასევე სთხოვს, რუსეთის უფლებამოსილი ორგანოებიდან მიიღოს გარანტიები, რომ მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადგილი არ ექნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას სრულყოფილად ისარგებლოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითგარანტირებული უფლებებით, მათ შორის. უფლებით სამართლიან სასამართლოზედაკავებულის ერთი სახელმწიფოდან მეორეში ექსტრადირების საკითხს, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობა განიხილავს, უპირველესად, ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადირების განმახორციელებელ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, სრულყოფილად გამოიკვლიოს, თუ რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ ექსტრადირებული დაექვემდებაროს ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოპყრობას. რუსეთის ფედერაციაში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტსა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისმე-3 მუხლის დარღვევას არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მითითებული ფაქტი კი ცალსახად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობს დიდი რისკი იმისა, მიკაელ კადიევი, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შემთხვევაში, დაექვემდებაროს ღირსების შემლახავ მოპყრობას. ზემოხსენებული გარემოებების გამო, საქართველოს სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, – ნათქვამია სახალხო დამცველის  განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016