დღეს სანდრო ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის - პაველ პრიაჟკოს პიესა - „ტრუსები“ ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ ქართველ მსახიობებთან ერთად დადგა.
მთავარ როლს „ქართველ მერლინ მონროდ“ წოდებული მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს, თამამი სცენების გამო კი თეატრის დირექცია არასრულწოვან მაყურებელს დარბაზში არ დაუშვებს.
აღსანიშნავია, რომ პაველ პრიაჟკოს პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. რეჟისორს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ თეატრალურ ფესტივალზე და არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების მკვლევარი.
სპექტაკლში მონაწილეობენ სოფია სებისკვერაძის გარდა, მსახიობები - ალეკო ალავიძე,მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მზია ტალიაშვილი, გიორგი მიგრიაული, გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, თამთა პატაშური მონაწილეობენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)