რამაზ ჩხიკვაძე – ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ვისაც აფასებდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ არა მხოლოდ საქართველოში...თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ ბატონი რამაზი შექსპირის გმირების ერთ–ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, თუმცა მის მიერ განსახიერებული როლები ყოველთვის გამოირჩეოდა საშემსრულებლო ოსტატობით და მაღალი პროფესიონალიზმით. მრავალი საოცარი სახე შექმნა თეატრსა და კინოში... რუსთაველის თეატრის სცენაზე მისი ერთ-ერთი პირველი როლი იყო ლეანდრო („ესპანელი მღვდელი“), კინოში შოთა „(ჭრიჭინა“). დაუვიწყარია მის მიერ განსახიერებული როლები: ქოსიკო („ჭინჭრაქა“), კირილე („სამანიშვილის დედინაცვალი“), ყვარყვარე („ყვარყვარე“), აზდაკი („კავკასიური ცარცის წრე“), რიჩარდი („რიჩარდ III), ლირი („მეფე ლირი“). 41 ფილმში დიდი თუ პატარა როლი განასახიერა: „ვედრება“, „ლონდრე“, „ნატვრის ხე“, „აშუღი ყარიბი“, „თეთრი ბაირაღები“, „ნერგები“ და სხვა და სხვა...
რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებაც სათანადოდ დაფასდა: სახელმწიფო, შოთა რუსთაველის და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, პრიზები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, ჭეშმარიტად სახალხო არტისტი. 2006 წელს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა...
დღეს რამაზ ჩხიკვაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა...
...მისი ურიცხვი თაყვანისმცემლის თვალში იგი მაინც მხნე და მომხიბვლელ რამაზ ჩხიკვაძედ დარჩა, როგორადაც იცნობდნენ, როგორიც უყვარდათ.