reportiori.ge - გურიაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:11
რეგიონები
გურიაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო
01 მარტი, 2014. 12:43

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გურიის გუბერნატორთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად, რეგიონში განხორიციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.


მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიხაურის რეაბილიტირებული გზა და ხიდები მოინახულა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდის ფარგლებში 2013 წელს შესრულდა.


დავით ნარმანია, ასევე დაინტერესდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის საკითხით და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ადგილზე გაეცნო.


მინისტრმა, ასევე, სოფელ ვაკიჯვრის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოინახულა. 2013 წელს აღნიშნული საბავშო ბაღი სრულად მოწესრიგდა, რის შემდეგაც აქ დამატებითი ჯგუფების გახსნა უკვე შესაძლებელი გახდა.

 

მიმდინარეობს გურიაში 2013 წელს შესრულებული პროქტების მონიტორინგი, ვათვალიერებთ ყველა პროექტს, რომელიც შარშან განხორიცლედა, ზოგიერთი მათგანი 2014 წელს გარდამავალი იყო და ახლა დასრულდა.  საუბარია საავტომობილო გზებზე, ხიდებზე, წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე. ასევე, საბავშვო ბაღებზე, რომელთა რეაბილიტაციამაც, როგორც პრიორიტეტმა, მას შემდეგ წამოიწია წინ, რაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაღები  სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


მხარეში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საუბრისას გურიის გუბერნატორმა.


ჩვენ დავათვალიერეთ გზები, რომელიც ახლა სოფლებში გაკეთდა და იქამდე, დაახლოებით, 40 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. ამას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან სოფლის განვითარება გზის გარეშე შეუძლებელია. ვნახეთ გასულ წელს გაკეთებული სხვა პროექტებიც. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, 2014 წლის ბიუჯეტი გაცილებით დიდია, ვიდრე გურიის ისტორიაში ყოფილა და, ვფიქრობ, უფრო საინტერესო წელი იქნება, მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ჩვენ მხარეში", - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016