reportiori.ge - ხვალ შენდობის კვირაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:59
რელიგია
ხვალ შენდობის კვირაა
01 მარტი, 2014. 15:19

ხვალ შენდობის კვირაა. მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ შენდობის კვირას - სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ამასთან დაკავშირებით, ხვალ სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე  წირვა-ლოცვას აღავლენს.


საეკლესიო სწავლების მიხედვით, პირველი ადამიანების მიერ სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისაკენ მოწოდებაა, რადგანაც მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მისი დაცვით იგი მოიპოვება.


ხვალ საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღევლინება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები წაიკითხება. შემდგომ ამისა, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთს შენდობას სთხოვს და თავადაც შეუნდებს სხვებს.


შენდობის წესის დროს კათოლიკოს პატრიარქი თავადაც ითხოვს შენდობას.


წელს სააღდგომო მარხვა 3 მარტს იწყება და 20 აპრილს, უფლის აღდგომის დღეს დასრულდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016