reportiori.ge - მართლმადიდებლური ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:30
რელიგია
მართლმადიდებლური ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს
ავტორი:
02 მარტი, 2014. 12:44


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას, სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. როგორც საპატრიარქოდან აცხადებენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.


საეკლესიო სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ამასთან, კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შენდობის წესს, სავარაუდოდ, 18.00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას მღვდელმთავრები დაესწრებიან.


დიდმარხვა 3 მარტიდან იწყება და 20 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016