სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ სამებაში, ქადაგებისას შენდობა ითხოვა.
"მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს. რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, მეუფენო, მამანო, ძმანნო და დანნო, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი. ვინ არის ადამიანი?! რას წარმოვადგენთ ჩვენ?! უპირველეს ყოვლისა ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და მსგავსად ღვთისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიტევება, მაგრამ ხდება ის, რაც ძნელი ასატანია. შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს. შენ სიკეთეს უკეთებ, ის ბოროტებას. რა ეშველება ამ შემთხვევას?! ადამიანი ასევე შენდობას ღვთის წინაშე ითხოვს ქედმოხრილი და მუხლმოდრეკილი. ძალიან რთულია ადამიანი. შიძლება ითქვას, აუხსლია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რჩება ხატად ღვთისა, როგორც ძვირფასი ბრილიანტი." - ბრძანა უწმინდესმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)