reportiori.ge - სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში მსჯავრდებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:32
სამართალი
სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში მსჯავრდებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 00:45

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში, 1967 წელს დაბადებული მსჯავრდებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია სასჯელაღსრულები სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

7 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკანში, თავი შეუძლოდ იგრძნო. მას აღენიშნებოდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ირადიაციით ბეჭის არეში და საერთო სისუსტე. თ.კ. წნევის გაზომვის შემდეგ, დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც დაისვა კლინიკური დიაგნოზი - მწვავე მიოკარდიუმის გავრცელებული მსხვილკეროვანი ინფარქტი, გართულებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით. ტკივილის კუპირების და სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მოხდა გულის უეცარი გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხარო,  უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.   მსჯავრდებული თ.კ. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოირჩეოდა კარგი ყოფა-ქცევით და ხშირად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში (ფეხბურთი). სამედიცინო პერსონალი და დაწესებულების ადმინისტრაცია უსამძიმრებს მის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო“- ნათქვამია განცხადებაში

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016