reportiori.ge - კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობა ითხოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:14
რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობა ითხოვა
ავტორი:
03 მარტი, 2014. 13:56



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობა ითხოვა. ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა გუშინ საღამოს სამებაში ბრძანა, სადაც შენდობის ლოცვები შესრულდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს ყველამ უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში და უფლას შენდობა სთხოვოს. მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს. რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, მეუფენო, მამანო, ძმანნო და დანნო, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი“, - ბრძანა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა ასევე ადამიანის რაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც მიტევება შეუძლია. ვინ არის ადამიანი?! რას წარმოვადგენთ ჩვენ?! უპირველეს ყოვლისა ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და მსგავსად ღვთისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიტევება, მაგრამ ხდება ის, რაც ძნელი ასატანია. შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს. შენ სიკეთეს უკეთებ, ის ბოროტებას. რა ეშველება ამ შემთხვევას?! ადამიანი ასევე შენდობას ღვთის წინაშე ითხოვს ქედმოხრილი და მუხლმოდრეკილი. ძალიან რთულია ადამიანი. შიძლება ითქვას, აუხსნელია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რჩება ხატად ღვთისა, როგორც ძვირფასი ბრილიანტი“, - ბრძანა ილია მეორემ.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016