reportiori.ge - სახელმწიფოს გზავნილი არ უნდა ჩაანაცვლოს ამბიციურმა „პიარ-სვლამ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სახელმწიფოს გზავნილი არ უნდა ჩაანაცვლოს ამბიციურმა „პიარ-სვლამ!“
ავტორი: რეპორტიორი
04 მარტი, 2014. 05:40

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, ამაზე აღარავინ დავობს.  რუსეთის აგრესიული ნაბიჯების კვალდაკვალ ჩვენი პოლიტიკური თუ ოფიციალური პირების განცხადებებსა და კომენტარებშიც მეტი პრინციპულობა და კატეგორიულობა გამოიკვეთა. ბოლოს კი განცხადებების მთელი ფეიერვერკიც მივიღეთ.

 

აქტიურობენ სახელმწიფო სტრუქტურები, მაღალჩინოსნები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ცალკეული პოლიტიკოსები... ამ აქტივობაში სასაყვედურო ნამდვილად არაფერია, მით უმეტეს, ცალკეული პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურებს და თანამდებობის პირებს ამ მხრივ მეტი "სიფაქიზე" მართებთ, რადგანაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელით განცხადებას, როგორც წესი, აკეთებენ სახელმწიფოს პირველი პირები (ერთად, ცალ-ცალკე) ან, საგარეო საქმეთა სამინისტროასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტი იღებს სპეციალურ რეზოლუციას, დადგენილებას ან განცხადებას.

 

ამ მხრივ, ჩვენი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, სასიამოვნო ფაქტად აღიქვა საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის განცხადება, რომელშიც მკვეთრად გამოიხატა უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი პოზიცია.

 

ფაქტია, რომ რეალურად, საქართველო არ განეკუთვნება იმ საერთაშორისო გავლენის მქონე ქვეყანას, რომლის ყველა ოფიციალური პირის ნებისმიერ განცხადებასაც დაუყოვნებლივ აიტაცებს საერთაშორისო თანამეგობრობაარადა ასეთი ოფიციალური თუ არაოფიციალური გზავნილი სწორედ რომ საერთაშორისო თანამეგობრობაზე უნდა იყოს გათვლილი და არა შიდა მოხმარებაზე

 

მაგალითისთვის მოვიტან ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ განცხადებას, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და სწორედ უკრაინის მოვლენებს უკავშირდებოდა. ამ განცხადებით ლატვიამ ორი რამ მოიგო: დროულად დააფიქსირა საკუთარი პრინციპული პოზიცია უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიმართ და, ამასთანავე, მოახდინა საკუთარი პოლიტიკური ერთიანობის დემონსტრირება. აი, ეს იყო და არის ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი და სამაგალითო მოვლენა ზოგადად და კონკრეტულად-ჩვენთვის.

 

ურიგო არ იქნება, თუ ამ გამოცდილებას მომავალში ჩვენც გავიზიარებთ, თორემ რა გამოვიდა - თითქოს საგანგებოდ მოვიქეცით ისე, რომ მტერს და მოყვარეს, შინ თუ გარეთ, გაჩენოდა სურვილი მოწოდებისა აღმოიფხვრას დაქსასულობა და დაპირისპირება სწორედ სახელისუფლებო შტოებისა და წამყვან მაღალჩინოსან-პოლიტიკოსთა შორის.

 

დაქსაქსულობის შთაბეჭდილებას კი ნამდვილად ტოვებს იმ განცხადებების "ბუმი", რომელიც უკრაინულ დრამას მოჰყვა. თავად განსაჯეთ: საგანგებო განცხადება გააკეთა ჯერ საქართველოს პარლამენტმა, მერე-პრეზიდენტმა, შემდგომ, პრემიერმა და დადგა რიგი: საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი... დაიბნა ხალხი! ცოტა ბევრი ხომ არ არის?.. ნუთუ სახელმწიფოს, მისი ხელმძღვანელობის სახელით პოზიციის დაფიქსირება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საკმარისი არ უნდა ყოფილიყო? ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის უფლებამოსილება-სიძლიერეში და ამ "ეჭვის" გასაქარწყებლად ზოგიერთმა ამბიციურმა მაღალჩინოსანმა საჭიროდ ჩათვალა პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის პოზიციების საკუთარი პირადი განცხადებით და პირადი ავტორიტეტით "განმტკიცება-გაძლიერება"... ჩვენ კი გვგონია, უფრო ტაქტიკურ-სტრატეგიული, ამასთან, იაფი "პიარ-სვლა" გახლავთ, საკუთარი პერსონის მნიშვნელობის ხაზგასმის მცდელობა, განკუთვნილი როგორც საშინაო, ისე საგარეო მოხმარებისთვის.

 

ცოტა უხერხული ხომ არ არის, ბატონებო? არ ვიცი თქვენ როგორ გეჩვენებათ, მაგრამ სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ: პოლიტიკოსთა, დიპლომატთა და პოლიტოლოგთა იმ მეგობრულ წრეში, რომელშიც ჩვენ კოლეგებთან ერთად ვტრიალებთ ქვეყნის შიგ თუ გარეთ, ასეთ ფაქტებს მარტო კოორდინაციის ფუნქციის მატარებელი ორგანოს სისუსტით და ნაკლებკომპეტენტურობით კი არ ხსნიან, არამედ, ერთის მხრივ, ცალკეულ პოლიტიკოს-მაღალჩინოსანთა მოჭარბებული ამბიციებით, ნაკლებპროფესიონალიზმით და ერთგვარი პროვინციალიზმით, მეორე მხრივ კი საზოგადოებაში არსებული დიპლომატური და პოლიტიკური კულტურის დეფიციტით. ძნელია არ დაეთანხმო ამ გულშემატკივრულ შეფასებას.

 

გიორგი მამაცაშვილი,

მერაბ ხაჩიძე,

ნიკა ჭავჭავაძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016