გორის საკათედრო ტაძარში, სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
დილიდან გორში საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გორში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ცოტა ხანში გორის გიმნაზიაში, ომის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნება. ასევე იგეგმება თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენებაც. მოგვიანებით კი, ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გადაინაცვლებენ, სადაც 5 წლის წინ ომის დროს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა.
დღის მეორე ნახევარში კი, გორის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონია გაიმართება. აღნიშნულ ცერემიანიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.