reportiori.ge - მეუფე ანდრიამ ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:07
საზოგადოება
მეუფე ანდრიამ ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 12:09

გორის საკათედრო ტაძარში, სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

დილიდან გორში საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გორში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ცოტა ხანში გორის გიმნაზიაში, ომის თემაზე ფოტოგამოფენა გაიხსნება. ასევე იგეგმება თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენებაც. მოგვიანებით კი, ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისში გადაინაცვლებენ, სადაც 5 წლის წინ ომის დროს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა.

დღის მეორე ნახევარში კი, გორის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის მიღების ცერემონია გაიმართება. აღნიშნულ ცერემიანიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016